ბექა ლილუაშვილი : შეიძლება რაღაც საკითხები ვინმესთვის გაუგებარი იყოს, მაგრამ ეს არავის აძლევს უფლებას გააკეთოს უპასუხისმგებლო განცხადებები და არასწორი ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას

ხელისუფლების რეაგირების დაგვიანებულად შერაცხვა, განსაკუთრებით არასწორი ინფორმაციის გამოყენებით ასევე წარმოადგენს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, ბექა ლილუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ბექა ლილუაშვილი აღნიშნავს, ოპონენტების მიერ ითქვა, რომ თითქოს ევროპის ყველა ქვეყანამ სოციალური და ბიზნეს მხარდაჭერის ღონისძიებები დაიწყო მყისიერად ვირუსის გავრცელებასთან ერთად და საქართველო მათ ჩამორჩება ამ საკითხში. ბექა ლილუაშვილის განმარტებით, ევროპის ქვეყნების დიდ ნაწილს არც კი განუხორციელებია ცვლილებები სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში და არ დაუწყია სოციალური მხარდაჭერის პაკეტის განხორციელება ეპიდემიის გავრცელების შემდგომ.

„შეიძლება რაღაც საკითხები ვინმესთვის გაუგებარი იყოს, მაგრამ ეს არავის აძლევს უფლებას გააკეთოს უპასუხისმგებლო განცხადებები და არასწორი ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას.

რამდენიმე განცხადება მოვისმინე, რომ თითქოს ევროპის ყველა ქვეყანამ სოციალური და ბიზნეს მხარდაჭერის ღონისძიებები დაიწყო მყისიერად ვირუსის გავრცელებასთან ერთად და საქართველო მათ ჩამორჩება ამ საკითხში.

ევროპაში არათუ ყველა ქვეყანას, არამედ უმრავლესობა მათგანს არც კი განუხორციელებია ცვლილებები სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში და არ დაუწყია სოციალური მხარდაჭერის პაკეტის განხორციელება ეპიდემიის გავრცელების შემდგომ. იხილეთ ზოგიერთი მაგალითი.
გერმანია – ზოგიერთ სოციალური მხარდაჭერის პროგრამა (მრავალშვილიანი ოჯახები, მარტოხელა მშობლები, ოჯახები) განხორციელდება 1 ივნისიდან.
გაერთიანებული სამეფო – ზოგიერთი კომპენსაციის მიღება მოხდება მხოლოდ 22 აპრილის შემდგომ გახსნილი სარეგისტრაციო პორტალზე რეგისტრაციის შემდგომ.
იტალია – თვითდასაქმებულთათვის პორტალი გაიხსნა მხოლოდ 1 აპრილს.
შესაბამისად ხელისუფლების რეაგირების დაგვიანებულად შერაცხვა, განსაკუთრებით არასწორი ინფორმაციის გამოყენებით, ასევე წარმოადგენს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობას“, – წერს ბექა ლილუაშვილი სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშიბათუმის კლინიკა „მედალფას“ დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული კიდევ ერთი პაციენტი დატოვებს
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 107 ფაქტი გამოავლინა