ბექა ლილუაშვილი – სასოფლო-სამეურნეო მიმართულება ეს ცალკე პრიორიტეტია, რაზეც განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება

საქართველოს მთავრობა განიხილავს სოფლის მეურნეობის მიმართულების რეგიონულ ჭრილში განვითარებას, როგორც ცალკე პრიორიტეტს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სასოფლო-სამეურნეო აქტივობები ესაა ცალკე პრიორიტეტი, რაზეც განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება სახელმწიფოს მხრიდან, როგორც ანტიკრიზისულ, ისე პოსტკრიზისულ გეგმაში.

„აღნიშნულზე, როგორც ანტიკრიზისულ გეგმაშია წარმოდგენილი, ისე პოსტკრიზისულშიც დიდი აქცენტი იქნება გაკეთებული. რაც შეეხება კონკრეტულ ღონისძიებებს, გარდა იმისა, რაც დაანონსდა, კიდევ იქნება გარკვეული სიახლეები, მაგრამ რაც უკვე გაჟღერდა იყო შემდეგი – მაგალითად, შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამა, რომელიც ძალიან ბევრ ფერმერს დაეხმარა მოეზიდა იაფი რესურსები და განეხორციელებინა პროექტები, აქ ემატება ერთწლიანი კულტურების კომპონენტი, რაც საშუალებას მისცემს ფერმერებს, რომ სახელმწიფოს მხრიდან სრული სუბსიდირებით მოახდინონ ამ სახის პროექტების განხორციელება. მელიორაციის პროგრამა განხორციელდება სრულიად უფასოდ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საგაზაფხულო და საშემოდგომო სასოფლო-სამეურნეო აქტივობებისთვის და კიდევ რამდენიმე სიახლე იქნება, რომელზეც მომდევნო კვირაში გახდება ცნობილი. ესაა ცალკე პრიორიტეტი, რაზეც განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება სახელმწიფოს მხრიდან,“ – აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიამირან გამყრელიძე: ამ ეტაპისთვის გარკვეულად შევაკავეთ ეპიდემია
შემდეგი სტატიაბექა ლილუაშვილი: ყველა პენსიონერს, პენსია გაეზრდება ფასების ზრდის და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელთან მიმართებაში