ბექა ლილუაშვილი სამშენებლო სექტორისთვის სუბსიდირების საჭიროებაზე – უძრავი ქონების ბაზრის ფასების ცვალებადობამ შეიძლება გამოიწვიოს სისტემური ფინანსური პრობლემები, ამ რისკების დაზღვევას ემსახურებოდა სუბსიდირების პროგრამა, რომელმაც ძალიან კარგად იმუშავა

როდესაც ეკონომიკური კრიზისი და მისი თანმდევი ფინანსური კრიზისი, ზოგადად, ქვეყანაშ ჩნდება, ამ შემთხვევაში ყველაზე დიდი რისკია უძრავი ქონების ბაზარი, იმიტომ, რომ უძრავი ქონების ბაზრის ფასების ცვალებადობამ შეიძლება გამოიწვიოს სისტემური ფინანსური პრობლემები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პარტიული სიის წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, ამ რისკების დაზღვევას ემსახურებოდა სუბსიდირების პროგრამა, რომელმაც ძალიან კარგად იმუშავა.

„სამშენებლო სექტორისთვის სუბსიდირების საჭიროება დადგა გამომდინარე იმ რისკებიდან და არა უკვე მიღებული ფაქტიდან, რა რისკებიც ახლდა პანდემიას. როდესაც ეკონომიკური კრიზისი და მისი თანმდევი ფინანსური კრიზისი, ზოგადად, ქვეყანაშ ჩნდება, ამ შემთხვევაში ყველაზე დიდი რისკია უძრავი ქონების ბაზარი, იმიტომ, რომ უძრავი ქონების ბაზრის ფასების ცვალებადობამ შეიძლება გამოიწვიოს სისტემური ფინანსური პრობლემები. ამ რისკების დაზღვევას ემსახურებოდა სუბსიდირების პროგრამა, რომელმაც ძალიან კარგად იმუშავა და დღეს, სამშენებლო სექტორს რომ ჰკითხოთ, ამას ძალიან პოზიტიური შედეგები მოჰყვა“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბექა ლილუაშვილი – როგორც მოქალაქეების, ასევე ბიზნესის მხარდაჭერის კონცეპტუალური ნაწილი, საბოლოო ჯამში, ითარგმნება, როგორც ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერა, ერთის მხრივ პირდაპირი და მეორეს მხრივ, მათი შემოსავლების შენარჩუნებისთვის
შემდეგი სტატიანიკა მელია: პოზიცია უნდა დააფიქსიროს გნებავთ აშშ-ის, გნებავთ ევროკავშირის ელჩმა