ბექა ლილუაშვილი – პრემიერის განცხადებით, უნდა გაიზარდოს იმ პასუხისმგებელ პირთა წრე, რომელიც ორიენტირებულია ტურიზმის სექტორის განვითარებაზე

„პრემიერის თქმით, უნდა გაიზარდოს იმ პასუხისმგებელ პირთა წრე, რომელიც ორიენტირებულია ტურიზმის სექტორის განვითარებაზე. უფრო მარტივად რომ ავხსნათ, უნდა მოხდეს ტურიზმი-ინფრასტრუქტურა, ტურიზმი-სოფლის მეურნეობა, ტურიზმი-აწარმოე საქართველოს პროგრამების კლასტერიზაცია და თითოეული ცალკე აღებული მიმართულება, რომელიც ახორციელებს ღონისძიებებს ტურიზმის განვითარებისთვის, დაინერგოს და განხორციელდეს ეს ღონისძიებები ერთიანი ხედვის ფარგლებში“- ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ბექა ლილუაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, დღეს, პრემიერსა და ტურიზმის წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრაზე გაჟღერდა კომპლექსური პრობლემები, რომელთა გადაჭრაც საჭიროებს სისტემურ მიდგომას.
„ერთ-ერთი ასეთი პრობლემა არის ბიუროკრატია. სახელმწიფო სხვადასხვა საშუალებებით ცდილობს ტურიზმის სექტორის მხარდაჭერას. ცალკე აღებული ყველა ეს ინსტრუმენტი ეფექტურია, თუმცა, ყურადღების მიღმა რჩებოდა ამ ინსტრუმენტების და საშუალებების გაერთიანებით მიღებული დამატებითი ეფექტიანობა და შედეგი. ამიტომ, პრემიერმა დღევანდელ შეხვედრაზე გააჟღერა კონკრეტული ინიციატივები, მათ შორის ერთ ერთი იყო მიმართულებების კლასტერიზაცია“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიილია მეორე დავით გარეჯთან დაკავშირებით მთავრობას წერილით მიმართავს
შემდეგი სტატიაპრემიერის წარმომადგენელი ტურიზმის სფეროსთან შეხვედრის შემდეგ – იქ სადაც შესაძლებელია სწრაფად და ეფექტიანად კონკრეტული შედეგების მიღწევა და პრობლემის გადაჭრა მთავრობის მხრიდან, ჩვენ ამ ნაბიჯებს გადავდგამთ