ბექა ლილუაშვილი ოპონენტების შეფასებაზე სოციალურ პაკეტთან დაკავშირებით – თუ ეს პაკეტი იმდენად მისაღებია მოქალაქეებისთვის, რომ წყვეტს არჩევნების ბედს, ჩვენი მთავარი ამოცანა, შეგვეთავაზებინა ქმედითი პაკეტი მოსახლეობისთვის, მიღწეულია

როცა ჩვენი ოპონენტები გამოდიოდნენ და საუბრობდნენ, რომ მთავრობას არ ჰქონდა ხედვა, ჩვენ ამ დროს ვიყენებდით იმის ეფექტურად მართვისთვის, რომ ამ რესურსების მობილიზება მომხდარიყო და წარვადგინეთ შემდეგი ეტაპი, როგორც სოციალური, ისე ეკონომიკური მხარდაჭერის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

ბექა ლილუაშვილმა ოპონენტების შეფასებას უპასუხა, რომელიც მთავრობის მიერ წარდგენილ სოციალურ პაკეტს ეხება.

„ის ადამიანები, რომლებიც საუბრობდნენ იმაზე, რომ მთავრობას არ აქვს ხედვა, როგორ გამოიყვანოს ქვეყანა კრიზისიდან და როგორ დაეხმაროს მოქალაქეებს, დღეს საუბრობენ იმაზე, რომ მთავრობამ წარადგინა ისეთი პაკეტი, რომლითაც აპირებს არჩევნების მოგებას. ეს ცოტა უცნაური ამბავია იმ თვალსაზრისით, რომ თუ ეს პაკეტი იმდენად მისაღები და კარგია მოქალაქეებისთვის, რომ წყვეტს არჩევნების ბედს, ესეიგი, ჩვენი მთავარი ამოცანა, რომ შეგვეთავაზებინა ქმედითი პაკეტი მოსახლეობისთვის, სოციალური უზრუნველყოფის ნაწილში, მიღწეულია“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა.

banner
წინა სტატიაშისადეზინფექციო ხსნარებით დიდუბის რაიონის რამდენიმე ქუჩა დამუშავდა
შემდეგი სტატიაამირან გამყრელიძე: ამ ეტაპისთვის გარკვეულად შევაკავეთ ეპიდემია