ბექა ლილუაშვილი – ნაბიჯებს ვდგამთ წინ, ჩვენი მხარდაჭერა იზრდება, ეს არის ძალიან მძიმე მმართველი პარტიისთვის

დამოუკიდებელი დეპუტატის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ლიდერების რიტორიკა პოლარიზებით და რადიკალიზაციით „ნაციონალური მოძრაობის“ რიტორიკას ძალიან დაემსგავსა.

ჟურნალისტებთან საუბრისას ბექა ლილუაშვილი გახარიასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის შეფასებებს გამოეხმაურა.

ლილუაშვილი აღნიშნავს, რომ გიორგი გახარიას პარტია ვითარდება, რაც მმართველი გუნდისთვის პოლიტიკურად მძიმეა.

„ნაბიჯებს ვდგამთ წინ, ვვითარდებით, ჩვენს გეგმას მივუყვებით, რეგიონებში ოფისები გავხსენით, ამავე დროს, ჩვენი ლიდერები ბრიუსელში იმყოფებიან და საერთაშორისო პარტნიორებს ხვდებიან. უამრავი ადამიანი გვიერთდება და ჩვენი მხარდაჭერა იზრდება. ეს არის ძალიან მძიმე მმართველი პარტიისთვის. ამ ადამიანებმა ბოლო დღეების განმავლობაში საკუთარი, რეალური სახე აჩვენეს. სამწუხაროა, რომ ისინი არიან არა მხოლოდ პარტიის მმართველები, არამედ ქვეყნის ხელისუფლებაში და ქვეყანას მართავენ. მათი რიტორიკა პოლარიზებით და რადიკალიზაციით „ნაციონალური მოძრაობის” როტორიკას ძალიან დაემსგავსა. დაველოდოთ, ალბათ, მესამე სერიაში იქნება, რომ გახარია არის მიხეილ სააკაშვილი. ცდილობენ, მათივე გამოგონილი შეთქმულების თეორიებით პარტიის დისკრედიტაცია მოახდინონ, რაც ვერ მოხდება. ჩვენი მხარდამჭერთა რიცხვი ყოველდღე იზრდება. ჩვენი განვითარება მმართველი გუნდისთვის არის პოლიტიკურად ძალიან მძიმე. გამოგონილი, უცნაური ლოგიკით გაჯერებული ნარატივით პარტიის დისკრედიტაციას ცდილობენ”, – განაცხადა ლილუაშვილმა

banner
წინა სტატიაშიაბიტურიენტები, რომელებსაც კორონავირუსი დაუდასტურდებათ, გამოცდებს საგანგებოდ შედგენილი ცხრილით ჩააბარებენ
შემდეგი სტატიარომელი რეგულაციებით ჩატარდება ეროვნული გამოცდები ?