ბექა ლილუაშვილი – დღეს თითოეული სამუშაო ადგილი, რომელიც იქმნება ქვეყანაში და არის ქვეყანაში გარანტია იმისა, რომ ოჯახებში ადამიანებმა შეიტანონ შემოსავალი ხელფასის სახით და ეს არის კრიტიკულად მნიშნელოვანი

ადამიანებისთვის, ვინც გაუშვეს უხელფასო შვებულებაში, ან ვისაც შეუწყვიტეს შრომითი ხელშეკრულება დამსაქმებლებმა, მათ სახელმწიფო აძლევს ფულად კომპენსაციას 1200 ლარის ოდენობით, 6 თვის განმავლობაში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სამწუხაროა ისეთი ფაქტები, როდესაც ბიზნესს ჰქონდა საშუალება, რომ შეენარჩუნებინათ დასაქმებული და ზოგიერთმა უპასუხისმგებლო ბიზნეს სუბიექტმა მოახერხა და გაუშვა ეს ადამიანი უხელფასო შვებულებაში, ან შეუჩერა შრომითი ხელშეკრულება.

„მაგრამ, არიან ასევე ისეთი კომპანიები, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით და გარდა იმისა, რომ ინარჩუნებენ თავიანთ დასაქმებულებს და აძლევენ მათ ხელფასს. იყო განცხადებები ზოგიერთი კომპანიის მხრიდან, რომ ისინი, იმ საშემოსავლო გადასახადის შეღავათს, რაც სახელმწიფომ შესთავაზა კომერციულ სექტორს, გამოიყენებენ იმისთვის, რომ თავიანთ დასაქმებულებს გაუზარდონ ხელფასი. ასეთია დღევანდელი მოცემულობა და გვყავს პასუხისმგებლიანი ბიზნესი და გარკვეულწილან, სამწუხაროდ, ის ბიზნესი, რომელსაც გადარჩენის გამო უწევს ასეთი გადაწყვეტილებების მიღება“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ასევე აღნიშნა, რომ მთავრობა, ბუნებრივია, განსაკუთრებით სახელმწიფო საწარმოებში, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შეინარჩუნოს დასაქმება და ხელი შეუწყოს ამ ადამიანებს.

„დღეს ჩვენ ვდგავართ ისეთი მძაფრი და მასშტაბური გამოწვევის წინაშე, რომლის პირობებშიც საუბარი სახელმწიფო, ან კერძო სექტორზე ამ თვალსაზრისით არ მიმაჩნია მიზანშეწონილად და დღეს თითოეული სამუშაო ადგილი, რომელიც იქმნება ქვეყანაში და არის ქვეყანაში გარანტია იმისა, რომ ოჯახებში ადამიანებმა შეიტანონ შემოსავალი ხელფასის სახით და დაიკმაყოფილონ თავიანთი მიმდინარე საჭიროებები, არის კრიტიკულად მნიშნელოვანი“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე – ვიცე-პრემიერად კი არა, აღმასრულებელ ხელისუფლებაში ნებისმიერ პოსტზე სააკაშვილის გამწესება იქნება საქართველოსა და უკრაინელი ხალხის შეურაცხყოფა
შემდეგი სტატიაბექა ლილუაშვილი – ამ კრიზისის პერიოდში პირდაპირ ზარალდება კომპანია, რადგან მას უმცირდება არსებული ფინანსური რესურსები და, სწორედ, აქ შემოდის სახელმწიფო ინსტრუმენტებით, რომ მაქსიმალურად მეტი ფინანსური რესურსი მიაწოდოს კომერციულ სექტორს