18.7 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივნისი 11, 2026
banner

ბექა კობახიძე: უკრაინელები ილუზიას ებღაუჭებიან, რომ ქოცებს რუსებს ჩამოაცილებენ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრიი სიბიჰას მიერ სოციალურ ქსელ „X“-ზე გამოქვეყნებულ სამადლობელ პოსტს, სადაც ის საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელ მაკა ბოჭორიშვილს ოპერატიულობისა და ლიდერობისთვის მადლობას უხდის, თბილისში მწვავე რეაქცია მოჰყვა. აღნიშნულ ფაქტს ისტორიკოსი და ანალიტიკოსი ბექა კობახიძე გამოეხმაურა და ოფიციალური კიევის პოზიციას „სახიფათო ილუზია“ უწოდა.

უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს ეუთო-ს უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმის ფარგლებში რუსული ტერორის დასაგმობად შეხვედრის სწრაფად მოწვევისთვის:

„მე ვაფასებ ეუთო-ს შვეიცარიის თავმჯდომარეობისა და უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმის საქართველოს თავმჯდომარეობის სწრაფ რეაგირებას ამ შეხვედრის მოწვევაზე. პირადად მადლობელი ვარ ჩემი შვეიცარიელი და ქართველი კოლეგების, იგნასიო კასისისა და მაკა ბოჭორიშვილის, მათი ლიდერობისთვის“, — წერს ანდრიი სიბიჰა.

სწორედ ამ განცხადებას გამოეხმაურა ბექა კობახიძე. მისი ანალიზით, „ქართული ოცნება“ უნგრეთის მხარდაჭერის დაკარგვის შემდეგ ყველანაირად ცდილობს უკრაინის არგაღიზიანებას, რათა დასავლური სანქციები აირიდოს თავიდან, უკრაინული მხარე კი ამ მოდელს არასწორად აფასებს:

„უკრაინელები ილუზიას ებღაუჭებიან, რომ ქოცებს რუსებს ჩამოაცილებენ, სომხეთის კვალდაკვალ; ქოცები, უნგრეთის დაკარგვის შემდეგ, ცდილობენ უკრაინა არ გააბრაზონ, რადგან ახლა უკრაინის ხელშია მათი სანქცირება. მე არ ვიცი ოპოზიციის მხრიდან უკრაინელებთან ვინ მუშაობს, რომ ამ პროცესებში საქართველოში თავისუფლებების დაბრუნების საკითხი არ ჩაიკარგოს“, — აცხადებს კობახიძე.

banner
წინა სტატიაში“ეს არის სისტემური დანაშაული”- გიგა ფარულავა გორში პოლიციის ძალადობაზე
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე: გამოძიებამ ქართული კრიპტოკომპანიების დასანქცირება დამალა, რუსეთს ხელი დააფარეს