15.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 11, 2026
banner

ბექა კობახიძე: ივანიშვილს ჰგონია, რომ ამ პაიკების ბრალია ამერიკასთან “ვერ დალაგება”

“ლილუაშვილი, დავითაშვილი, ღარიბაშვილი, მდინარაძე და თუ კი ვინმე იყო ამერიკაში ქოცების დასანქცირების შემდეგ, ყველა მოხსნა.

ანუ, კაცს ჰგონია, რომ ამ პაიკების ბრალია ამერიკასთან “ვერ დალაგება”. სარკეში იხედება და სარკეს ეჩხუბება. არ არის ეს კაცი ჯანმრთელი.
გარდა ამისა, დილას გენერალ-მაიორობა მისცეს და საღამოს კატის ცინდალივით გამოაგდეს. ბრიფინგზე მომტირალი სახით იდგა.
გუშინ ერთმა 20 წლის ახალგაზრდამ, რომელსაც არავითარი ცოდნა-დამსახურება არ აქვს გარდა იმისა რომ მამამისის შვილია, რაღაც წამოროშა. მეორე დღეს დადგნენ რიგში ის კაცი პარლამენტის თავმჯდომარე რომ ქვია, თბილისის მერი რომ ქვია და ცდილობდნენ როგორმე მორგებოდნენ ვიღაც ღლაპის განცხადებას, რადგან ის მამამისის შვილია.

ყველა დებილი და/ან ნაძირალა ხართ, ვინც ამას ტაშს უკრავთ. მრცხვენია ამ დროში რომ ვცხოვრობ და ამას ვხედავ”,_ წერს სოციალურ ქსელში ისტორიკოსი ბექა კობახიძე.

banner
წინა სტატიაშიბერდია სიჭინავა: სარჯველაძეს მშობლების პროტესტი არ ესმის, ამიტომ მოუწევს, პარლამენტში უპასუხოს მშობლების  შეკითხვებს
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: რომ არა ქოციანობა, ეს ელექტროსადგური მაქსიმუმ 2019 წელს შევიდოდა ექსპლუატაციაში