ისტორიკოსი ბექა კობახიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება “იმედისთვის” და “პოსტვ”-ისთვის ბრიტანეთის მიერ დაწესებულ სანქციებს.
“იმედის სანქცირება კი არ არის აქ მთავარი და ამაზე კი არ არის პანიკა, მთავარი არის ის, რომ “იმედის” სანქცირებიდან სექტორულ ეკონომიკურ სანქციებამდე არის ერთი ნაბიჯი და ახლა ამაზე ფიქრობენ, მოიქცნენ უფრო რბილად და არ მიიყვანონ აქამდე საქმე თუ ჩააჭირონ ბოლომდე და ჩავიდნენ all in.
საქციელის დარბილება სისუსტის ნიშანია და თუ სანქციებმა მათი პოლიტიკის კორექტირება დაიწყო, ამას დასასრულის დასაწყისად ხედავენ; თუ ბოლომდე ჩააჭირეს, ეს ეკონომიკურ იზოლაციას ნიშნავს. რუსეთისგან, ვენესუელისგან და ირანისგან განსხვავებით, ამ ქვეყანას გასაყიდი გაზი და ნავთობი არ აქვს. იზოლირებულ ეკონომიკაში რით უნდა იარსებოს რეჟიმმა?
ეს არის პანიკის საფუძველი, შემდეგ რას ვშვებით? თორე შალვარამიშვილებს კი დაურიგებენ ქეშს, ეგ კაპიკებია”,_ წერს ბექა კობახიძე.

















