ისტორიკოსი ბექა კობახიძე სოციალურ ქსელში წერს:
_ რატომ არაფერს ამბობენ ზაზა შათირიშვილები ალიევზე? კაცი ცალ ფეხზე დახვდა ზელენსკის, გლობალური ომის პარტია უკრაინის დახმარებას აიძულებს და საერთოდ სად არის აზერბაიჯანის სუვერენიტეტი???
ეგ კი არა, ამასწინათ პუტინი დასვეს ალიევის პირისპირ და ბოდიშები ახდევინეს
არადა მეგონა დავით ხიდაშელმა აქამდე უცნობი რუკები ჩამოიტანა მოსკოვიდან და გარეჯს აღსტაფამდე ჩვენ წავიღებთ-თქო.
სად არიან მაგ თემი აპოლოგეტები? თავდაცვის სამინისტროს გარეწარი თანამშრომლები, ბატონები ხორბალაძე და გორგოძე, ამ მასკარადში და უდანაშაულო ხალხის დასჯაში მონაწილეობისთვის ქოცებისგან სახელმწიფო პრემიები რომ მიიღეს, ხომ არიან კარგად? ხომ არაფერი უჭირთ?
წაიკითხავენ ამას და იცოდნენ, რომ ღარიბაშვილი კი დაიჭირეს, მაგრამ არც ისინი დაგვვიწყებიან.
















