ისტორიკოსი ბექა კობახიძე სოციალურ ქსელში წერს:
_ტუაპსე არის დავით აღმაშენებლის დროინდელი ნიკოფსია, რომელიც 1918 წლის ივლისში დაიკავა გენერალმა მაზნიაშვილმა. ახლა ტუაპსეში უკრაინელებმა დაადუღეს რუსები. 1919 წელს, პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე, უკრაინამ მოითხოვა ყუბანის ოლქის შემოერთება, რის შედეგადაც საქართველო და უკრაინა მეზობლები გახდებოდნენ.
სტალინური ქართული ნაციონალიზმით გაჟღენთილი ამდენი “პატრიოტულ-ისტორიული” გვერდია ფეისბუქზე, ამდენი დავითის და თამარის მეხოტბე “კონსერვატორი”, მაგრამ არც ნიკოფსია ახსოვთ, არც მაზნიაშვილი, დადუმებულები არიან რუსეთის სიყვარულში. ნიკოფსიას რომ უკრაინა უტევს, ამაზე ჯვარქუდიანი ჯიგიტი გრუზინი არ უნდა ჟრიამულობდეს? მაგრამ არა, ევროპიდან ჩამოსული გეი სადმე კასპში არ გადაეყაროს და არ გადაკუზოს, ეგენი მაგას ყარაულობენ.















