ბექა ხახუბიას გარდაცვალების საქმეზე სასამართლო განაჩენს ხვალ გამოაცხადებს

გორის რაიონულ სასამართლოში ბექა ხახუბიას გარდაცვალების გახმაურებულ საქმეზე სასამართლო პროცესი დასრულდა. მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილი განაჩენი გამოსატანად სათათბირო ოთახში გავიდა.

შეგახსენებთ, რომ პატრულ ინსპექტორებს – ზურაბ რუსიშვილს და გია სადაღაშვილს, პროკურატურა გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას, ხოლო ათმეთაურ ნუკრი ხაბელაშვილს უფლებების გადამეტებას ედავება.

სასამართლო განაჩენს ხვალ, 11:00 საათზე, გამოაცხადებს.

banner
წინა სტატიაშიისლანდია “ევროვიზიაზე” თელ-ავივში ანტი-ისრაელურ ჯგუფ Hatari-ს აგზავნის (ვიდეო)
შემდეგი სტატიაპენტაგონმა აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის ასაშენებლად მილიარდი ევრო გამოყო