ბექა ძამაშვილი – ჩვენი მიზანია, ჰააგის სასამართლოსთან თანამშრომლობით ათასობით მსხვერპლისთვის საერთაშორისო მართლმსაჯულების დაყენება შევძლოთ

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ნოემბერი 16, 2018 00:45

ბექა ძამაშვილი – ჩვენი მიზანია, ჰააგის სასამართლოსთან თანამშრომლობით ათასობით მსხვერპლისთვის საერთაშორისო მართლმსაჯულების დაყენება შევძლოთ

მნიშვნელოვანი

  • ბექა ძამაშვილი - ჩვენი მიზანია, ჰააგის სასამართლოსთან თანამშრომლობით ათასობით მსხვერპლისთვის საერთაშორისო მართლმსაჯულების დაყენება შევძლოთ

სხვა სტატიები

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო 2008 წლის კონტექსტში 1-ლი ივლისიდან 10 ოქტომბრამდე ჩადენილ დანაშაულებს იძიებს, – განაცხადა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ძამაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „პრეზიდენტის არჩევნები 2018“.

„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში კონკრეტული დანაშაულების ჩადენის გამოძიება ხდება და ეს შეიძლება, იყოს ომის დანაშაული და შეიძლება, იყოს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული. ამ სასამართლოსთან თანამშრომლობით, ჩვენი მიზანია, ათასობით მსხვერპლისთვის საერთაშორისო მართლმსაჯულების დაყენება შევძლოთ. ეს არის ქართველების ეთნიკური წმენდა, რომელიც ომის დროს განხორციელდა; ქართველი ტყვეების, სამხედრო თუ სამოქალაქო პირების წამება და მკვლელობა; სამოქალაქო პირების მკვლელობა მიმდინარე სამხედრო მოქმედებების დროს და მის შემდეგ; საკუთრების განადგურება; გადაადგილების უფლების შეზღუდვა და მთელი რიგი დანაშაულები, რომელიც ჩადენილი იყო“, – განაცხადა ძამაშვილმა.

ანალიტიკოს ტატო ხუნდაძის შეკითხვაზე, რამდენად მიღწევადია ეს, რადგან რუსეთის ფედერაცია რომის ტატუტს გამოყოფილია და შესაბამისად, პროკურორებსა და გამომძიებლებს ცხინვალში შესვლისა და მტკიცებულებების მოძიების შესაძლებლობა არ ექნებათ, ძამაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან სასამართლოსთან ართანამშრომლობა მისთვის იმუნიტეტი არ არის.

„რომის ტატუტის წევრობა ერთადერთი საფუძველი არ არის, რომ სასამართლომ ამ ქვეყნის წინააღმდეგ დანაშაული გამოიძიოს. სასამართლოს შეუძლია, დანაშაული გამოიძიოს, როდესაც ის ჩადენილია მისი წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე. ამ შემთხვევაში, ჩვენ ვსაუბრობთ, რომ 2008 წლის აგვისტოში დანაშაულებს ადგილი ჰქონდა საქართველოს ტერიტორიაზე. შესაბამისად, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ წევრები ვართ, სასამართლოს უკვე სრული იურისდიქცია აქვს. ანუ, სამართლებრივად, ეს გამოძიებისთვის დაბრკოლებას საერთოდ არ წარმოადგენს, რომ პასუხისმგებლობის დაყენება მოხდეს“, – განაცხადა ძამაშვილმა.

მისი თქმით, როცა სახელმწიფო სასამართლოსთან არ თანამშრომლობს და საკუთარ ან ოკუპირებულ ტერიტორიაზე გამომძიებლებს არ უშვებს, შესაძლოა, ეს გამოძიებისთვის შემაფერხებელი იყოს, მაგრამ არის დანაშაულები, იგივე ეთნიკური წმენდა, რაზეც გამოძიებას იქ შესვლა შეიძლება, არც დასჭირდეს.

„არსებობს ფაქტობრივი მასალა იმ დანაშაულების შესახებ, რაც საქართველოს წინააღმდეგ ჩაიდინეს და რითაც ჩვენს პარტნიორებს ველაპარაკებით. ამ საერთაშორისო სასამართლოს მეშვეობით ვცდილობთ, ეს სიმართლე დადგინდეს და რუსეთი ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა“, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ნოემბერი 16, 2018 00:45

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


16,681
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics