ბექა დავითულიანი – ქაოტური განაშენიანება და ქალაქის იერსახის დამახინჯება სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება

region
: region ივნისი 19, 2019 14:47

ბექა დავითულიანი – ქაოტური განაშენიანება და ქალაქის იერსახის დამახინჯება სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება

თბილისის მერის ინიციატივა ქაოტური განაშენიანების დასრულებისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, – ასე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს „ფრაქცია ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანი თბილისის მერის ინიციატივას. მისი თქმით, მთავრობის მიერ შემუშავებული კონცეფციით, სამშენებლო ფართისა და სანებართვო პირობების დამრღვევი კომპანია სისხლის სამართლის წესით დაისჯება. გარდა ამისა, იკრძალება ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობა-ნაგებობებით სარგებლობა.

„ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა წამოაყენა ქალაქის მერმა, რომლის მიხედვით დედაქალაქში ქაოტური განაშენიანება და თბილისის იერსახის დამახინჯება სისხლის სამართლის კოდექსით დაისჯება. კანონი შეეხება ისეთ მძიმე დარღვევებს, როგორიც სამშენებლო ფართის გადამეტება და სანებართვო პირობების დარღვევაა. შემიძლია გითხრათ, რომ კომპანიები ხშირად არღვევდნენ სამშენებლო პირობებს. მაგალითად, 10 სართულის ნაცვლად 12 სართულიან შენობას აშენებდნენ, რისთვისაც განსაზღვრული ჯარიმის გადახდა უღირდათ“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

​მისივე თქმით, რეგულაციების გამკაცრების გამო, დედაქალაქის მთავრობა ერთჯერად აქტს მიიღებს და იმ ნაგებობებს, რომელშიც ხალხი ცხოვრობს, მაგრამ წლებია მერიას არ ჩაუბარებია, ექსპლუატაციაში მიიღებს.

„ქალაქში არის დაახლოებით 700 შენობა, რომელიც ექსპლუატაციაში მიღებული არ არის. ჩვენ ეს ობიექტები აღვრიცხეთ. სამწუხაროდ, ბევრი დარღვევა ვეღარ გამოსწორდება, ზოგი სამშენებლო კომპანია, რომელმაც ეს შენობები ააშენა ბაზარზე აღარც არსებობს. შესაბამისად გადავწყვიტეთ ის ობიექტები, რომელთაც აქვთ დარღვევები, მაგრამ იქ ადამიანების ცხოვრება სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის ექსპლუატაციაში მივიღოთ“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

სამშენებლო ნორმებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი თბილისის მერიამ მოამზადა, რომლის თანახმად, ზოგიერთი სამშენებლო დარღვევა სისხლის სამართლებრივად დასჯადი გახდება, დასრულებულ მშენებლობებში მოქალაქეთა შესახლება საცხოვრებელი შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების გარეშე დაშვებული არ იქნება, ასევე, თბილისში 600-ზე მეტ ობიექტს, რომელიც დასრულებულია, თუმცა ექსპლუატაციაში შესული არ არის, ამნისტია შეეხება.

region
: region ივნისი 19, 2019 14:47

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,655
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics