ბექა დადეშქელიანი: შემაღლებულ ადგილას დისლოცირებულმა ტერორისტმა აფრასიძეებმა არავის მისცეს უფლება გადაერჩინათ ბიძაჩემი-გადასარჩენად მისულ ახლობლებს ცეცხლი გაუხსნეს, რომ არ მიახლოებოდნენ მომაკვდავს

“ბიძაჩემი, ბადრი დადეშქელიანი, აფრასიძეების ტერორისტულმა დაჯგუფებამ, 29 წლის ასაკში, 1995 წლის 24 ოქტომბერს მოგვიკლა.
ნებისმიერ ნორმალურ სახელმწიფოში მათ ტერორიზმის კვალიფიკაციით მოიხსენიებდნენ.
ბადრი იყო და არის გმირი, რომელიც იბრძოდა აფხაზეთში, სადაც სასიკვდილოდ დაიჭრა. ბრძოლის ველზე არ მიატოვა დაჭრილი თანამებრძოლი, მიუხედავად აქტიური საბრძოლო მოქმედებებისა, სამშვიდობოს გამოიყვანა და გადაარჩინა.
რეაბილიტაციის შემდეგ ისევ შეუდგა ქვეყნის მსახურებას შსს-ს რიგებში.
1995 წლის 24 ოქტომბრის დილას, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას, გადაადგილდებოდა მესტიის მუნიციპალიტეტში, სადაც ეცრის ტერიტორიაზე მას ცეცხლი გაუხსნეს. მათ შორის ყუმბარაც ესროლეს. ზურგში მოხვდა ტყვია.
შემაღლებულ ადგილას დისლოცირებულმა ტერორისტმა აფრასიძეებმა არავის მისცეს უფლება გადაერჩინათ ბიძაჩემი. გადასარჩენად მისულ ახლობლებს ცეცხლი გაუხსნეს, რომ არ მიახლოებოდნენ მომაკვდავს. რამდენიმე საათში ბიძაჩემი სისხლისგან დაიცალა.
ე.წ. მცოცავმა ტყვიამ ყველა მსხვილი სისხლძარღვი გაიარა და მარცხენა ლავიწის არეში გამოვიდა.
ასე მომიკლეს გმირი, ჩემი ძვირფასი, 29 წლის ბიძა ტერორისტებმა – ევგენი აფრასიძის ოჯახმა.
ვერავინ ვერასდროს გააპატიოსნებს ბიძაჩემის მკვლელებს!”,-წერს ბექა დადეშქელიანი.

banner
წინა სტატიაშირუბიო: აშშ სუმიზე რუსეთის თავდასხმის მსხვერპლთა მიმართ უღრმეს მწუხარებას გამოთქვამს
შემდეგი სტატიანინი ხერგიანი: “პატარა ბავშვებით” სავსე ე.წ. იკაროსი დაგვიცხილეს აფრასიძეებმა ეცერის გზაზე-რაც კი რამე მიგვქონდა იმ გაჭირვებულ დროში, საკვები თუ თანხა, ყველაფერი წაგვართვეს