სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაკავებული ბექა ჭულუხაძე, რომელსაც უწყება დივერსიის მოწყობის მცდელობას ედავება, თავს უდანაშაულოდ ცნობს. ამის შესახებ „პირველებს“ ადვოკატმა, გაიოზ ჩარკვიანმა განუცხადა.
“რაც ოფიციალურად გაჟღერდა საინფორმაციო საშუალებებით ამის მეტი არაფერი ვიცი. ბრალი აქვს მხოლოდ და მხოლოდ ბექა ჭულუხაძეს წარდგენილი. ბექა ჭულუხაძე თავს უდანაშაულოდ ცნობს”, – უთხრა “პირველებს” ადვოკატმა გაიოზ ჩარკვიანმა.















