ბექა ბასილაიას 14 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

ბასილაიას ადვოკატის, გიორგი ჩივიაშვილის განცხადებით მოსამართლემ, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე მიიღო გადაწყვეტილება. ბექა ბასილაიას, რომელიც გუშინდელი აქციის დროს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის დააკავეს, 14 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა ამასთან, ადვოკატის თქმით, დაკავების დროს სამართალდამცველებმა ბასილაიაზე იძალადეს.

„მან თქვა, რომ დიახ, იყო მიტინგზე, თუმცა პოლიციისთვის არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია. მან უთხრა პოლიციას, რომ ისინი ასრულებდნენ გახარიას დავალებებს და მონურად იქცეოდნენ. ბასილაია მხოლოდ მოუწოდებდა პოლიციელებს, რომ ნუ იქნებიან მონები და ნუ ცემდნენ ადამიანებს, ნუ ესვრიან მათ რეზინის ტყვიებს. ამის შემდეგ, ის დააკავეს და აფორთხიალეს, მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. სხდომაზე მოვიდა ერთი პოლიციელი, რომელმაც იბლუყუნა და მოიტყუა, რომ მან დააკავა ბექა ბასილაია. არანაირი მტკიცებულებები პოლიციელს არ წარმოუდგენია”,- განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს
შემდეგი სტატიამათ არ უნდათ წასვლა, მაგრამ მოუწევთ