ბექა ბასილაია: რაზეც სუს-ი საუბრობს, არანაირი კავშირი მურთაზ ზოდელავასთან არ გააჩნია

„მურთაზ ზოდელავას დაკითხვა ემსახურებოდა სუს-ის მხრიდან ხელისუფლების უსუსური პროპაგანდის გაგრძელებას, რომ თითქოს, ეს საქმე [ე.წ. იარაღების საქმე] დაეკავშირებინათ ზოდელავასთვის. ეს კავშირი არ გამოვა. ამიტომ იყო ჩვენი გადაწყვეტილება ასეთი – მოვალთ და ნებისმიერ კითხვაზე პასუხს გაგცემთ, რომ ნათლად გვეჩვენებინა როგორც სუს-ისთვის ისე მურუსიძის ჯიბის სასამართლოსთვის და რაც მთავარია საზოგადოებისთვის გვეთქვა, რომ რაზეც სუს-ი საუბრობს, არანაირი კავშირი მურთაზ ზოდელავასთან არ გააჩნია. მაგ „ქეისზე“ დაისვა კითხვები, იცნობს თუ არა, რაიმე კონტაქტი თუ ჰქონდა. ძალიან მკაფიო, ნათელი და ამომწურავი პასუხები გაეცა, პროპაგანდა გაშიშვლდა. ხედავთ, რომ მაგალითად როდესაც აღკვეთის ღონისძიება შეუფარდეს, ბრალდების მხარე მედიასთან წარდგა, დღეს კომენტარი არავის გაუკეთებია, იმიტომ, რომ ნათელი იყო დღევანდელი დაკითხვის მზიანი, რაც მათ ჩაუვარდათ – მურთაზ ზოდელავას დაკავშირება მაგ „ქეისთან“ ვერანაირი ფორმით ვერ მოხდება,- განაცხადა მურთაზ ზოდელავას ადვოკატმა , ბექა ბასილაიამ.

banner
წინა სტატიაშიAxios: ტრამპმა და ზელენსკიმ Tomahawk-ის რაკეტების უკრაინისთვის გადაცემის საკითხი განიხილეს
შემდეგი სტატიაპაატა ბურჭულაძის ადვოკატი: ბუნებაში ობიექტური სახით მტკიცებულება ვერ იარსებებს გარდა რომელიმე პოლიციელს ე.წ. „ნასეტკისა“, რომელიც მრავლად ჰყავთ