21.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

ბექა ბასილაია: გიორგი ბარამიძის მიმართ დევნის დაწყება ცრუ ნარატივების შემცველი პოლიტიკური ბოდვაა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, გიორგი ბარამიძის ადვოკატი ბექა ბასილაია პოლიტიკოსის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას „ცრუ ნარატივების შემცველ ბოდვას“ უწოდებს.

როგორც ბასილაია „ტვ პირველთან“ განმარტავს, შეუძლებელია 30 წლის წინანდელ მოვლენებთან დაკავშირებით პოდკასტში გაკეთებული განცხადების გამო ადამიანის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა იწყებოდეს. მისივე თქმით, საჯარო განცხადებით საბოტაჟის დანაშაული ვერ ჩაიდინება, ისევე როგორც ვერ მოხდება სახელმწიფო ღალატი.

„ეს არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური ბოდვა, რომელიც გამოგონილ და ცრუ ნარატივებს ემყარება. შეუძლებელია პოდკასტში გაკეთებული განცხადების გამო, 30 წლის წინანდელ მოვლენებთან დაკავშირებით, ადამიანის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა იწყებოდეს — ასეთ რამეს საქართველოს კანონმდებლობა არ უშვებს.

მუხლი, რასაც გია ბარამიძეს ედავებიან (საბოტაჟი), ინტერვიუსა თუ საჯარო განცხადების გამო ადამიანის დევნის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს. ხოლო მეორე მუხლი, რომელზეც პროკურატურა და „ოცნების“ პროპაგანდისტები აპელირებენ, თავისი შინაარსით არც იურიდიული შედეგებისა და არც დანაშაულის შემადგენლობის მატარებელი არ არის.

სსკ-ის 307-ე მუხლში ჩამოთვლილია სხვადასხვა მუხლები (მათ შორის საბოტაჟი), რომლებიც სახელმწიფო ღალატად მიიჩნევა. შესაბამისად, თუ საბოტაჟის ჩადენა ვერ მოხდება საჯარო განცხადებით, ფიზიკურად ვერც 307-ე მუხლის დარღვევა მოხდება“, — აცხადებს ბექა ბასილაია.

banner
წინა სტატიაშიხუდადოვის ქუჩაზე მოზარდის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს პატიმრობა შეეფარდა
შემდეგი სტატიაიაგო ხვიჩია: რაც ბარამიძემ თქვა, სისულელე იყო, მაგრამ ამის გამო სამშობლოს მოღალატე არ არის