8.8 C
Tbilisi
პარასკევი, მარტი 13, 2026
banner

ბექა ბასილაია: ამ ქვეყნისთვის არაფერი იცვლება კლანთა შორის ბრძოლაში, ერთიანად უნდა მოგეთხოვოთ პასუხი !

ბაჩიაშვილს გადაუხდია ბიძინა ივანიშვილისთვის ქართველი ხალხისგან მოპარული მილიონები. მაშინაც კი, როდესაც რეჟიმის მოწინაადეგედ პოზიციონირებდა, ცხადი იყო, რომ მან ბიძინას ხელშეწყობით (საგადასახადო შეღავათებისა და დენის იაფად მიღების გზით) იშოვა მილიარდები, საიდანაც წილის გადახდას არ უპირებდა თანამზრახველს. სხვათაშორის ამაზე მის დაჭერამდეც ვსაუბრობდი და არამხოლოდ მე, მაგრამ ამ საკითხზე მისგან არაფერი მოგვისმენია.

ბაჩიაშვილის და ივანიშვილის ბრალდების საქმე წინაა, სადაც დაზარალებული საქართველოა. რეალური თანამშრომლობა და ზიანის ანაზღაურებაც მომავალში მოუწევს ორივეს.

ჰო, კიდევ, ორგანიზებულ დანაშაულთან და ქოლცენტრებთან მებრძოლად რომ მოაქვთ თავი, ოთარ ფარცხალაძეს საჯაროდ ბიძინა ივანიშვილი არ ეფარებოდა? სანქცირებული ოთარ ფარცხალაძის საშველად კობახიძის პარლამენტი და თურნავას ეროვნული ბანკი არ იღწვოდა? თანამზრახველები ხართ თქვენ ბატონებო, თანამზრახველები ! ამ ქვეყნისთვის არაფერი იცვლება კლანთა შორის ბრძოლაში, ერთიანად უნდა მოგეთხოვოთ პასუხი !,-წერს ადვოკატი ბექა ბასილაია.

banner
წინა სტატიაშიგია ხუხაშვილი: ნიკა კვარაცხელიას საქმე გირგვლიანის საქმეზე ბევრად უფრო მძიმე შემთხვევაა, თავისი დამკვეთებით, შემსრულებლებით და მფარველებით
შემდეგი სტატიაიზა ომაძე: ჭელიძემ და კავილაძემ წერტილ-მძიმეთი ყველაფერი თავად დაფქვეს, ვიდეოც კი არსებობს!!!!