(ვიდეო) ბექა ბასიალაიას მტკიცებით ფოთში პოლიცია მის მხარდამჭერებს პოლიტიკური ნიშნით დევნის

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მტკიცებით, ფოთში პოლიცია მის მხარდამჭერებს პოლიტიკური ნიშნით დევნის.

ბექა ბასილაიას განცხადებით ბოლო რამდენიმე დღეა ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდა მხარდამჭერები უმიზეზოდ ნარკოლოგიურ შემოწმებებზე გადაჰყავთ. პოლიციის მხრიდან შესაძლო ზეწოლაზე საუბრობს ფოთში მცხოვრებლების ნაწილიც. ამ დროისთვის სენაკში ნარკოლოგიური შემოწმებისთვის პოლიციას 2 აქტივისტი ჰყავს გადაყვანილი.

“ისინი 4 საათის მანძილზე დაცვის უფლების გარეშე იმყოფებოდნენ დაკავებული. მათ ჩამოართვეს ტელეფონები და არ აძლევდნენ საშუალებას, რომ შეხმიანებოდნენ ოჯახს და შემხმიანებოდნენ მე, როგორც მათ ადვოკატს. ამ ყველაფერს აქვს ერთადერთი სარჩული, ალექსი, მიშიკო, კოტე მესი და ასე შემდეგ, არიან ადამიანები ვინც ფოთის ახალგაზრდულ ფრთას წარმოადგენს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, ვინც არიან ჩემი აქტიური მხარდამჭერები და მათ პერმანენტულად აკავებენ და გადაჰყავთ ნარკოლოგიურ შემოწმებაზე. მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენს საარჩევნო კამპანიას პოლიციამ შეუშალოს ხელი,“ – განაცხადა ბასილაიამ.

 

https://youtu.be/foXLQ89o1F8

banner
წინა სტატიაშიომბუდსმენმა მთავარ პროკურორს მიმართა, ბექა ბექაურის მიმართ შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დაიწყოს
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილმა სავალუტო ფონდის მისიის ახალ ხელმძღვანელთან გაცნობითი შეხვედრა გამართა