13.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 11, 2026
banner

“ბენზინის ფასი გაორმაგებულია, ივანიშვილის დაპირება კი კრახით დასრულდა”- თაზო დათუნაშვილი ფასების კრიზისზე

“სამწუხაროდ, საქართველოში ფასების ზრდის კრიზისი შეუქცევადი გახდა. სასურსათო პროდუქტების, მედიკამენტების და ელექტროენერგიის გაძვირების ფონზე, ქვეყანაში საწვავი გაძვირდა და გაძვირება გრძელდება. „ქართული ოცნება“ კი ამაზე არანაირ რეაგირებას არ ახდენს. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, საწვავი დამატებით 10-დან 30 თეთრამდე გაძვირდა, ხოლო ჯამში, 28 თებერვლიდან მოყოლებული, სხვადასხვა ტიპის საწვავის ფასი 47 თეთრიდან 1.25 თეთრამდე გაიზარდა”,_ ამის შესახებ “ძლიერი საქართველო-ლელოს” წევრმა თაზო დათუნაშვილმა განაცხადა.

“2012 წლის საარჩევნო კამპანიის მთავარი დაპირება ივანიშვილისგან იყო, რომ ბენზინის ფასს შეამცირებდა და მოაშორებდა კარტელებს ბენზინის ბიზნესს. ეს დაპირება ხელისუფლებაში 13 – წლიანი ყოფნის შემდეგ, კრახით მთავრდება. ამ კამპანიიდან 13 წელი გავიდა, ბენზინის ფასი კი გაორმაგებულია და 2.5-ჯერ მეტია, ვიდრე აქამდე იყო. ბენზინის ფასის ზრდაში პირდაპირი კონტრიბუცია აქვს „ქართულ ოცნებას“, რომელმაც 2017 წელს გააორმაგა აქციზის ფასი და ამით ბენზინის ფასი გაზარდა. ამიტომ, მხოლოდ ჰორმუზის კრიზისს ამას ვერავინ დააბრალებს. როგორი ვითარებაც არ უნდა იყოს, დღეს სახელმწიფოს აქვს ერთადერთი გამოსავალი – მინიმუმ დაწიოს 2017 წლის ზღვარზე აქციზის გადასახადი და გარკვეული პერიოდის მანძილზე, მთლიანად გააუქმოს საწვავზე აქციზის გადასახადი. ეს შეუმსუბუქებს ჩვენს თანამოქალაქეებს გადაადგილებისა და ტრანსპორტირების ყოველდღიურ და ყოველკვირეულ ხარჯს,” – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილის ყოფილ პრესმდივანს, გიორგი უძილაურს პატიმრობა შეეფარდა
შემდეგი სტატიაგია ვოლსკი: ბოდიში თუ მოუხადეთ ზელენსკისო, იმას კი არავინ კითხულობს, უკრაინამ თუ აღიარა, რომ ელჩის გამოგდება არასწორი იყო