26.2 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
banner

ბენზინი არ არის, მე კიდევ მახსოვს – ჩემს თაობას ახსოვს, რომ საკვები საერთოდ ტალონებით იყო- მარგარიტა სიმონიანი

ბენზინი არ არის. მე კიდევ მახსოვს – ჩემს თაობას ახსოვს, რომ საკვები საერთოდ ტალონებით იყო. თქვენ არ გახსოვთ? ჩემს ქალაქში, კრასნოდარში, 92 წელს კუპონები იყო, მათ ვჭრიდით და ისე დავდიოდით,-ამბობს პუტინის პროპაგანდისტი, მარგარიტა სიმონიანი.

,,მე პირადად დავდიოდი ვედროებით, სადღაც 11-12 წლის ასაკში და მანამდეც, წყალზე! და არა კოკა-კოლაზე ან სხვა რამეზე, წყალზე! იმიტომ, რომ წყალი არ იყო და მოდიოდა ცისტერნა რამდენიმე კვარტლის მოშორებით და საჭირო იყო ბიდონებით, ვედროებით წასვლა. ეს კრასნოდარის ცენტრში, და არა სადღაც სოფელში უღლით ხელში. ხომ იყო ეს, ყველას ხომ გვახსოვს, არ ვიგონებთ. მაგრამ არაფერი, გავუძელით? გავუძელით. და ახლაც გავუძლებთ, ეჭვიც არ მეპარება.

ისინი ამ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენ, როგორც 17 წელში (1917 წელს), გავიქცეთ, დავამხოთ მეფე-მამა და მერე ისეთი რამეები დავატრიალოთ, რომ თვითონვე შეძრწუნდნენ, ეს ინგლისელები, ხომ? მე არ ვფიქრობ, რომ ახლა ჩვენთან ასეთი დროა. ამიტომ ყველას მოვუწოდებ… უფრო მშვიდად, უფრო მშვიდად. დიახ, რთულია, დიახ, ძალიან რთულია. უფრო მშვიდად, მათ შორის წვეულებებთან დაკავშირებითაც. ახლა ამის დრო არ არის.“- ამბობს მარგარიტა სიმონიანი.

banner
წინა სტატიაშინიკა ჩერქეზიშვილი: ყოველი წვიმა ამ ქალაქში კოლაფსის შემქმნელია
შემდეგი სტატიათბილისში წვიმის შედეგად ქუჩების ნაწილი დაიტბორა