ევროპის საკითხებში საფრანგეთის მინისტრი, ბენჟამინ ჰადადი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით X-ზე წერს. მისი თქმით, თავისუფალი არჩევნების ჩატარება არის პასუხისმგებლობა, რომელიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატობას ახლავს თან.
“საქართველოში არჩევნების სადამკვირვებლო მისიის წინასწარი ანგარიში ამომრჩევლების წინააღმდეგ “წნეხზე, დაშინებასა და მუქარაზე”, ასევე “დემოკრატიულ უკუსვლაზე”, მიანიშნებს. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს პასუხისმგებლობები ახლავს თან, მათ შორის, თავისუფალი არჩევნები, ფუნდამენტური თავისუფლებების შენარჩუნება და პოლიტიკური პლურალიზმი. მათი პატივისცემა არსებითი მნიშვნელობისაა, რათა ქართველი ხალხის ევროპული გზა გაგრძელდეს”, – წერს ჰადადი.