13.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 11, 2026
banner

ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი ლიბანთან ცეცხლის შეწყვეტას ტრამპის თხოვნით დათანხმდა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ უსაფრთხოების კაბინეტის მინისტრებს განუცხადა, რომ ისრაელი ლიბანთან ცეცხლის შეწყვეტას დონალდ ტრამპის თხოვნით დათანხმდა.

როგორც The times of Israel-ი წერს, ნეთანიაჰუ მინისტრების მოთხოვნას, რომ აღნიშნულ საკითხზე ოფიციალური კენჭისყრა ჩატარებულიყო, არ დაეთანხმა.

„როდესაც ისრაელის უდიდესი მეგობარი, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩვენთან მჭიდრო კოორდინაციაში მოქმედებს, ისრაელი მასთან თანამშრომლობს“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

მედიის ცნობით, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები ცეცხლის ათდღიანი შეწყვეტის პერიოდში, რომელიც ამაღამ უნდა დაიწყოს, დარჩებიან იმ „სტრატეგიულ წერტილებზე“, რომლებსაც ამჟამად აკონტროლებენ.

მედია იუწყება, რომ მინისტრებმა უკმაყოფილება გამოთქვეს, რადგან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ და გადაწყვეტილების შესახებ მედიიდან გაიგეს.

banner
წინა სტატიაში2010 წლის 1-ელ სექტემბრამდე 4-წლიანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების დასრულების შედეგად გაცემული დიპლომი შესაძლოა, მაგისტრის ხარისხთან გათანაბრდეს
შემდეგი სტატია„ჰეზბოლას“ წარმომადგენელი: თუ ისრაელის ძალები აგრესიას შეწყვეტენ და ჩვენც დავიცავთ ცეცხლის შეწყვეტას