ბენიამინ ნეთანიაჰუმ სატელეფონო საუბრისას ჯო ბაიდენს უთხრა, რომ ღაზის სექტორის ქალაქ ხან იუნისში ისრაელის სამხედრო ოპერაცია სამი-ოთხი კვირა გაგრძელდება

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს უთხრა, რომ ღაზის სექტორის ქალაქ ხან იუნისში ისრაელის სამხედრო ოპერაცია სამი-ოთხი კვირა გაგრძელდება. ისრაელის მედიის ინფორმაციით, ისრაელის მთავრობის მეთაურსა და აშშ-ის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ისრაელის სამთავრობო წყარო ამბობს, რომ ოპერაცია ამის შემდეგ ნაკლებად ინტენსიური იქნება.

პარალელურად, კიდევ ერთი სამთავრობო წყარო ამბობს, რომ ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედებები კიდევ ორი თვე გაგრძელდება და ამ დროის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტა არ მოხდება.

პალესტინური მედიის ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში ისრაელის არმიამ ღაზის სექტორის ჩრდილოეთში – ჯაბალია, სამხრეთში კი ხან იუნისი დაბომბა, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაიღუპა.

ისრაელის მედია წერს, რომ შემდგომი ორი თვის განმავლობაში ისრაელი ღაზის ზოგიერთ მცხოვრებს სახლში დაბრუნების საშუალებას მისცემს.

ჰამასის ტერორისტები მასობრივად ჩაბარდნენ ისრაელის ძალებს.

banner
წინა სტატიაში“კაბაში ჩამიყო ხელი უკნიდან” – 5 ქალი მიტროპოლიტის მხრიდან სექსუალურ შევიწროებაზე ჰყვება
შემდეგი სტატიასაია – მიმდინარე წელს კიდევ უფრო გაუარესდა და საფრთხის შემცველი გახდა საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვაზე მომუშავე პირთა მდგომარეობა