ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ სოციალურ ქსელ X-ში განცხადებას აქვეყნებს, სადაც ირანის ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ ქვეყნის სტრატეგიასა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან არსებულ შეთანხმებაზე ამახვილებს ყურადღებას.
სანამ მე ისრაელის პრემიერ-მინისტრი ვარ, ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემსა და პრეზიდენტ ტრამპს შორის სრული თანხმობაა. 30 წელზე მეტია, ირანის ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ საერთაშორისო კამპანიის წინა ხაზზე ვარ. ამ კამპანიის გარეშე, ირანს დიდი ხნის წინ ექნებოდა ატომური ბომბები ისრაელის გასანადგურებლად. ირანი ებრაული სახელმწიფოს განადგურებაზე მუშაობს და მე ჩემს ცხოვრებას ვუძღვნი მათთვის ამის გაკეთებაში ხელშეშლას. სანამ მე ისრაელის პრემიერმინისტრი ვარ, ეს არ მოხდება”,_ წერს X-ზე ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ.
ნეთანიაჰუს განცხადებას წინ უძღოდა ირანული მედიასაშუალება Mehr-ის მიერ გავრცელებული დოკუმენტი, რომლის თანახმადაც, აშშ-სა და ირანს შორის შესაძლო შეთანხმებიდან ირანის სარაკეტო პროგრამის შეზღუდვის პუნქტი ამოღებულია.

















