ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ფლორიდაში ჩავიდა, სადაც ხვალ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდება.
როგორც ისრაელის მედია იუწყება, შეხვედრა მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში, ადგილობრივი დროით 15:30 საათზე გაიმართება.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრისას ღაზის სამშვიდობო გეგმის შემდეგ ფაზაზე გადასვლას განიხილავს. ეს მიმდინარე წელს ორ ლიდერს შორის მეექვსე შეხვედრა იქნება, მათ შორის მეხუთე აშშ-ში.
ვიზიტის ფარგლებში, ისრაელის პრემიერ-მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოსაც შეხვდება.



















