19.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მაისი 20, 2026
banner

ბენიამინ ნეთანიაჰუ: ისრაელი განაგრძობს ბრძოლას ირანის ტერორისტული რეჟიმის წინააღმდეგ

ისრაელის პრემიერ-მინისტრი განცხადებას ავრცელებს.

ის თურქეთის პრეზიდენტს ქვეყნის შიგნით ქურთების მკვლელობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ნეთანიაჰუ სოციალურ ქსელში წერს.

„ჩემი ხელმძღვანელობით ისრაელი განაგრძობს ბრძოლას ირანის ტერორისტული რეჟიმისა და მისი პროქსი ძალების წინააღმდეგ, განსხვავებით ერდოღანისგან, რომელიც მათ მასპინძლობს და თავის ქურთ მოქალაქეებს ხოცავს“, – დაწერა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სოციალურ ქსელში.

როგორც ისრაელის მედია წერს, ნეთანიაჰუს ეს პოსტი, სავარაუდოდ, პასუხია იმ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, „თურქი პროკურორები ისრაელის პრემიერ-მინისტრისა და სხვა მაღალჩინოსნების მიმართ, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით, 4 596 წლამდე პატიმრობას ითხოვენ“.

banner
წინა სტატიაშიირანი: ომის დროს 3 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
შემდეგი სტატიაუნგრეთის ოპოზიციური პარტია „ტისას“ ლიდერი: დღეს ღამით დასრულდება ის კოშმარი, რომელშიც ბოლო რამდენიმე წელია, ვცხოვრობთ