13.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 11, 2026
banner

ბენიამინ ნეთანიაჰუ: ისრაელი დღეს უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე

ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ განცხადებას ავრცელებს.

მისი თქმით, ისრაელი დღეს უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე

„მე მხარს ვუჭერ ორ პრინციპს: გაძლიერებასა და დამოუკიდებლობას. რაც შეეხება გაძლიერებას: ჩვენ ვიძენთ თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავების ორ ესკადრილიას – F-35-ებსა და F-15IA-ებს. ეს თვითმფრინავები განამტკიცებენ ისრაელის აბსოლუტურ საჰაერო უპირატესობას, რაც უკვე დამტკიცდა “აღმავალი ლომისა” და “ლომის ღრიალის” ოპერაციებში [ირანის წინააღმდეგ].

ჩვენს პილოტებს ირანის ცის ნებისმიერ წერტილამდე მიღწევა შეუძლიათ და საჭიროების შემთხვევაში, მზად არიან ამის გასაკეთებლად. ჩვენ გვაქვს საოცარი თვითმფრინავები და გვყავს საოცარი პილოტები.
რაც შეეხება დამოუკიდებლობას: მე გავეცი განკარგულება საბრძოლო მასალის ადგილობრივი წარმოების სიმძლავრეების გაზრდის შესახებ. მომდევნო ათწლეულის განმავლობაში თავდაცვის ბიუჯეტს 350 მილიარდი შეკელით გავზრდით, რათა ეს მასალები აქვე, ისრაელში ვაწარმოოთ და უცხოურ წყაროებზე დამოკიდებულნი არ ვიყოთ.

ამავდროულად, ჩვენ შევქმნით ისრაელში წარმოებულ ინოვაციურ საფრენ აპარატებს. ეს მთლიან სურათს შეცვლის. რაც შეეხება დრონებს: რამდენიმე კვირის წინ გავეცი განკარგულება სპეციალური პროექტის შექმნის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს დრონებისგან მომავალი საფრთხის აღკვეთას.

ამ საკითხზე ანგარიშს დღესვე წარმომიდგენენ. ამას დრო დასჭირდება, მაგრამ ჩვენ უკვე ვმუშაობთ მასზე. ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ ისრაელის უპირატესობის უზრუნველყოფას ყველა ასპარეზზე“,– ნათქვამია ბენიამინ ნეთანიაჰუს მიერ დღეს გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიგერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ირანმა დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს ჰორმუზის სრუტე
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე სომხეთში ჩავიდა