18.8 C
Tbilisi
პარასკევი, მაისი 15, 2026
banner

ბენიამინ ნეთანიაჰუ: ისრაელი და აშშ მთელ დასავლურ ცივილიზაციას იცავენ

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელს ირანში საქმე არ დაუსრულებია.

ნეთანიაჰუს განმარტებით, ისრაელი და აშშ მთელ დასავლურ ცივილიზაციას იცავენ.

„მსოფლიოს ისრაელის მტკიცე ნების ესმის, რომ მან საკუთარი თავი და კაცობრიობა ბარბაროსული ფანატიზმისგან დაიცვას“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის ირანის წინააღმდეგ ომში ისრაელს არ ჩაუთრევია.

მთელი ცხოვრების განმავლობაში არსებული ჩემი მოსაზრება, რომ ირანმა ბირთვული იარაღი არასდროს უნდა მოიპოვოს, 7 ოქტომბრის შედეგებმა გაამყარა. ირანში შედეგები საოცარი იქნება. თუ ირანის ახალი ლიდერები (რეჟიმის ცვლილება!) გონიერები არიან, მაშინ ირანს შესანიშნავი და აყვავებული მომავალი ექნება“, – დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.

ასევე, ტრამპმა Bloomberg-ს განუცხადა, რომ თუ ირანთან შეთანხმების მიღწევა არ მოხდება, მაშინ „ნაკლებად სავარაუდოა“, რომ ცეცხლის შეწყვეტის ვადას გაახანგრძლივებს.

„ვაშინგტონის დროით ოთხშაბათს საღამოს იწურება, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ გავახანგრძლივებ“, – აღნიშნა ტრამპმა.

banner
წინა სტატიაშიტრამპი – ირანთან შეთანხმება ისეთი იქნება, რითაც მთელი მსოფლიო იამაყებს
შემდეგი სტატიასუს-ის ანგარიში: 2025 წელს მცირე ქვეყნებს გაურთულდათ ეროვნული ინტერესების დაცვა