ბენიამინ ნეთანიაჰუ – ირანის რეჟიმმა არ იცის, რა დარტყმა მიადგება

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ირანელ ხალხს მიმართა, რომ ისრაელის ბრძოლა არა ხალხის, არამედ ირანის მთავრობის წინააღმდეგაა და მოუწოდა მათ, წინ აღუდგნენ, ხმა აიმაღლონ საკუთარი მთავრობის წინააღმდეგ.

„რეჟიმმა არ იცის, რა დარტყმა მიადგება მათ“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

მისი თქმით, გასულ 24 საათში, ისრაელის ძალებმა გაანადგურეს სამხედრო მეთაურები, წამყვანი ბირთვული მეცნიერები, ისლამური რეჟიმის ყველაზე მნიშვნელოვანი ურანის გასამდიდრებელი ობიექტები და ბალისტიკური რაკეტების არსენალის დიდი ნაწილი.

 

banner
წინა სტატიაშიირანის მიერ ისრაელის მიმართულებით გაშვებული ბალისტიკური რაკეტების ჩამოვარდნის შედეგად თელ ავივში არიან დაშავებულები
შემდეგი სტატიაკირ სტარმერი – ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას თავი