“ვინც იარაღს დაყრის, მას ზიანი არ მიადგება”, – ამ შინაარსის სიტყვებით მიმართა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ირანელ ხალხს.
“ჩვენ გვაქვს სიურპრიზები რეჟიმის გამოსაფიტად; ვინც იარაღს დაყრის, მას ზიანი არ მიადგება”, – თქვა ნეთანიაჰუმ.
მისივე თქმით, ჭეშმარიტების მომენტი ახლოვდება და ისრაელი მუშაობს ირანის გასათავისუფლებლად, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ეს მაინც ირანელ ხალხზეა დამოკიდებული.
“ისრაელმა თეირანზე „თითქმის სრული საჰაერო კონტროლი“ მოიპოვა და ირანის რეჟიმზე ზეწოლას აძლიერებს. მოვუწოდებ ირანელებს აჯანყებისკენ, რეჟიმის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც დანებდებიან, უსაფრთხოების გარანტია ექნებათ, ხოლო ლიბანს ვაფრთხილებ, რომ მძიმე შედეგებს მოიმკის, თუ „ჰეზბოლას“ შეკავებას ვერ შეძლებს”, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.


















