„ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ სთავაზობს ოპოზიციურ პარტიებს „იეშ ატიდსა“ და „ეროვნული ერთიანობის“, საგანგებო მთავრობაში შესვლას. ამის შესახებ Timesofisrael-ი წერს.
ბენი განცი ამბობს, რომ ის განიხილავს ასეთ მთავრობაში შესვლას ომის ხანგრძლივობის შემთხვევაში, მაგრამ ამბობს, რომ მთავრობა „მარტო გაუმკლავდება უსაფრთხოების გამოწვევებს“. „ეროვნული ერთიანობის“ ლიდერმა განაცხადა, რომ მიუხედავად ამისა, ამჟამინდელი მთავრობა მიიღებს სრულ მხარდაჭერას „ნებისმიერი პასუხისმგებელი და გადამწყვეტი უსაფრთხოებისთვის“.
იაირ ლაპიდმა აღნიშნა, რომ ის შეუერთდება „შემცირებულ, პროფესიონალურ, საგანგებო მთავრობას“ და თქვა, რომ შეუძლებელი იქნება ომის მართვა „ამჟამინდელი კაბინეტის ექსტრემალური და დისფუნქციური შემადგენლობით“.