ბენიამინ ნეთანიაჰუ: ჰამასის“ ტერორისტების ჩაბარება მათი დასასრულის დასაწყისია

„ჰამასის“ ტერორისტების ჩაბარება მათი დასასრულის დასაწყისია, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ბოლო დღეებში „ჰამასის“ ათობით ტერორისტი ჩაბარდა ისრაელის თავდაცვის ძალებს, რაც „ჰამასის“ ბრძოლის წარუმატებლობაზე მიუთითებს.

„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში „ჰამასის“ ათობით ტერორისტი ჩაბარდა ჩვენს ძალებს. მათ იარაღი დაყარეს და ჩვენს მამაც მებრძოლებს გადასცეს. ომი კვლავ სრული ძალით მიმდინარეობს, მაგრამ ეს არის „ჰამასის“ დასასრულის დასაწყისი. მე ვეუბნები „ჰამასის“ ტერორისტებს: დასრულდა, ჩაბარდი ახლა“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

banner
წინა სტატიაშინიკა მელია: ეს ქვეყანა არ დარჩება ივანიშვილისად და ვერ გახდება კეზერაშვილ-მერაბიშვილის
შემდეგი სტატიაგარდაბანში ავტოსაგზაო შემთხვევას 1 ადამიანი ემსხვერპლა