ჩვენ სამიზნე იქნება „ჰამასი“ ყველგან, სადაც ის მოქმედებს, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
ნეთანიაჰუ პირობას დებს, რომ გამოიყენებს ისრაელის „მთელ ძალას“ „ჰამასის“ შესაძლებლობების გასანადგურებლად.
„ის, რაც დღეს მოხდა, არასოდეს მინახავს ისრაელში და მე ვიზრუნებ იმაზე, რომ ეს აღარასოდეს განმეორდეს. ისრაელი დაუყოვნებლივ გამოიყენებს მთელ თავის ძალას „ჰამასის“ შესაძლებლობების გასანადგურებლად”,- განაცხადა ნეთანიაჰუმ.
მისი თქმით, „ჰამასმა“ დაიწყო სასტიკი და ბოროტი ომი, რომლის სამიზნე იყვნენ ახალგაზრდები და მოხუცები, უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეები.
„ჩვენ გავიმარჯვებთ, მაგრამ ფასი ძალიან ძვირი იქნება. „ჰამასს“ სურს ჩვენი, ყველას მოკვლა”, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა „ღაზას მცხოვრებლებს“, დატოვონ ტერიტორია.
„ახლავე წადით, რადგან ჩვენ ვიმოქმედებთ ყველგან მთელი ძალით“,- განაცხადა ნეთანიაჰუმ.