11.8 C
Tbilisi
კვირა, მაისი 17, 2026
banner

ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ თავის კაბინტს დაავალა, ლიბანთან მოლაპარაკებები, რაც შეიძლება მალე დაიწყონ

კაბინეტს დავავალე, რაც შეიძლება მალე დაიწყონ პირდაპირი მოლაპარაკებები ლიბანთან,- აცხადეებს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ.

„ლიბანის მიერ ისრაელთან პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყების განმეორებითი მოთხოვნის გათვალისწინებით, დავავალე კაბინეტს, რაც შეიძლება მალე დაეწყოთ პირდაპირი მოლაპარაკებები ლიბანთან. მოლაპარაკებები ფოკუსირებული იქნება „ჰეზბოლას“ განიარაღებასა და ისრაელსა და ლიბანს შორის მშვიდობიანი ურთიერთობების დამყარებაზე“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

მედიის ინფორმაციით, აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის ორი კვირით შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიუხედავად, ისრაელი ლიბანის მიმართულებით იერიშებს აგრძელებს. როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ იქამდე განაცხადა, „ჰეზბოლაზე“ დარტყმები იქამდე გაგრძელდება, ვიდრე ისრაელში ჩრდილოეთის მცხოვრებლებისთვის სრული უსაფრთხოება არ აღდგება.

banner
წინა სტატიაშიგასულ წელს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის 232 ფაქტი გამოავლინა
შემდეგი სტატიამარკ რუტე: ბოლო პერიოდში ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ძლიერდება