“ბენეტონის” ერთ-ერთი დამფუძნებელი გარდაიცვალა

იტალიური სამოდელო სახლის Benetton ერთ-ერთი დამფუძნებელი ჯილბერტო ბენეტონი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა – იტალიური მედია ავრცელებს. ბენეტონი დიდი ხანი ავადმყოფობდა, გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
Benetton Group-ი 1965 წელს დააარსეს ძმებმა კარლო, ლუჩანო, ჯილბერტო ბენეტონებმა თავიანთ დასთან ჯულიანასთან ერთად. ჯილბერტო კომპანიაში ადმინისტრაციულ პოლიტიკას მართავდა. ივლისში ჯილბერტოს უმცროსი ძმა კარლო ბენეტონი 74 წლის ასაკში კიბოთი გარდაიცვალა.
United Colors of Benetton и Sisley ტანსაცმელს აწარმოებს.

banner
წინა სტატიაშილეონარდო და ვინჩი ელამი იყო – ამბობს ბრიტანელი ექიმი
შემდეგი სტატიატრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს ბირთვულ არსენალს გააძლიერებს