ბენდუქიძის ქალიშვილს საქართველოს მოქალაქეობის მიღება სურს

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე მაისი 29, 2015 02:32

ბენდუქიძის ქალიშვილს საქართველოს მოქალაქეობის მიღება სურს

მნიშვნელოვანი

  • კახა ბენდუქიძის ქალიშვილმა ანასტასია გონჩაროვამ დოკუმენტები შეიტანა საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად. ეს ამბავი მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მაშინ გაავრცელა, როცა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

სხვა სტატიები

13756611kკახა ბენდუქიძის ქალიშვილმა ანასტასია გონჩაროვამ დოკუმენტები შეიტანა საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად. ეს ამბავი მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მაშინ გაავრცელა, როცა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
“როგორი ისტორიული დღეა – მე საბუთები შევიტანე საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს” – დაწერა გონჩაროვამ 26 მაისს.
რამდენიმე ხნით ადრე ტელეკომოანია “რუსთავი 2”-ის ეთერში მან განაცხადა, რომ ქართული ენის სწავლას აპირებს.
ანასტასია გონჩაროვა, რომელიც დედის გვარს ატარებს, 1990 წლის 1 ნოემბერს დაიბადა, 2013 წელს კი, მან ლონდონში სამეფო კოლეჯი დაამთავრა.
news_46097ცნობილი ქართველი რეფორმატორი კახა ბენდუქიძე გასული წლის 13 ნოემბერს ლონდონში გარდაიცვალა. ექსპერტიზის პასუხის თანახმად, რომელიც ლონდონში ჩატარდა, 58 წლის მეწარმის გარდაცვალების მიზეზი გულის უკმარისობა იყო.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე მაისი 29, 2015 02:32

Google სტატისტიკა


5,105
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics