ბენდელიანი: 63 ათასი აბონენტი წყალს გრაფიკით მაქსიმუმ ერთი კვირა მიიღებს

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის თქმით, თბილისის ნაწილი გრაფიკით წყალს ერთი კვირის განმავლობაში მიიღებენ. ამის შესახებ მან თბილისის მერიაში ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ბენდელიანის თქმით, ამჟამად მწყალი გრაფიკით 63 ათას აბონენტს მიეწოდება.

“შესაბამისი საჭირო ჯგუფები ადგილზე არიან და 24-საათიან რეჟიმში აწარმოებენ აღდგენით სამუშაოებს. დღეის მდგომარეობით, დაახლოებით 63 ათასი აბონენტია, ვისაც გრაფიკით მიეწოდება სასმელი წყალი. გარდა ამისა, მოსახლეობის მოთხოვნის შემთხვევაში, მოხდება შესაბამისი რეზერვუარების საშუალებით წყლის მიწოდება. თვითონ ეს 63 ათასი აბონენტი დაახლოებით მაქსიმუმ ერთი კვირის მანძილზე მიიღებს გრაფიკით სასმელ წყალს”, – თქვა ბენდელიანმა.

16 ივნისს კომპანია გაავრცელა განცხადება, რომ სოფელი წიწამურის მიმდებარედ, თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომელიც თბილისში ვაკე-საბურთალოს და გლდანის რაიონების ნაწილს და ქალაქ მცხეთას სასმელი წყლით ამარაგებს, ავარიულად დაზიანდა.

banner
წინა სტატიაშითინა ბოკუჩავა ოპოზიციის საერთო სიაზე და გახარიას პარტიის განცხადებაზე
შემდეგი სტატიააშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი პუტინის „სამშვიდობო გეგმაზე“: ეწინააღმდეგება გაეროს წესდებას, ძირითად მორალს, ძირითად საღ აზრს