ბენ კარსონი პრეზიდენტობისათვის ბრძოლას გამოეთიშება

ბენ კარსონი პრეზიდენტობისათვის ბრძოლას გამოეთიშება

1ყოფილმა ნეიროქირურგმა, ბენ კარსონმა გუშინ საპრეზიდენტო მარათონიდან საკუთარი კანდიდატურის მოხსნის შესახებ ისაუბრა. მან გადაწყვეტილება “პოლიტიკური მომავლის” უქონლობით ახსნა – Reuters წერს.
“პოლიტიკურ გზას ვერ ვხედავ შედეგებში” – განაცხადა მან “სუპერსამშაბათს” – Politico ციტირებს კარსონს. მან ასევე განაცხადა, რომ დღეს, 3 მარტს, რესპუბლიკური პარტიის დებატებშიც არ მიიღებს მონაწილეობას – The Washington Times-ი წერს.

როგორც კარსონის შტაბი ავრცელებს, მას ჯერ არ შეუწყვეტია კამპანია და საკუთარი პოლიტიკური შეხედულებებით 4 მარტს მერილენდში სიტყვით გამოვა.

banner
წინა სტატიაშითურქეთში ქალების პოლიციაზე თავდასხმის ვიდეო გამოქვეყნდა
შემდეგი სტატიამიგრანტებმა კალეს ბანაკის აღების პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერეს