კოლონაში, მინიმუმ, 10 ერთეული სამხედრო ტექნიკა შედიოდა, მათ შორის, “კამაზი”, ე.წ. “ბუხანკა”, მიკროავტობუსი “ვოლკსვაგენ ტრანსპორტერი” და არანაკლებ 6 ტრაილერი.
როგორც სტატიაშია ნათქვამი, დიდ სატვირთო მანქანებს ნომრები აქვთ მიმაგრებული, მათგან ნაწილი რუსული სახელმწიფო ნომრებია, ნაწილი – ბელორუსული.
გუშინ გახდა ცნობილი, რომ “ვაგნერის” დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა ბელორუსში დაარეგისტრირა ფირმა, რაც იმას ნიშნავს, რომ იქ დიდხანს აპირებს დარჩენას.
შეგახსენებთ, “ვაგნერმა” ბელორუსში გადასვლა 11 ივლისიდან, ცნობილი ამბოხების შემდეგ დაიწყო და მას შემდეგ ეს მეათე კოლონაა, რომელიც რუსეთიდან გავიდა. როგორც მედიაში წერენ, ბელორუსში სულ 10 ათასამდე “ვაგნერელი” ჩავა.