ბელორუსში საპროტესტო აქციების ჩატარება ფასიანი გახდა

ბელორუსის მთავრობის გადაწყვეტილებით, არასახელმწიფოებრივი ქუჩის აქციების ჩატარება ფასიანი ხდება. საუბარია საპროტესტო აქციებზე, დემონსტრაციებზე, პიკეტებზე, კონცერტებზე, ღონისძიებებზე. ორგანიზატორებმა თანხა პოლიციის თანხლებისთვის უნდა გადაიხადონ. 10 ადამიანამდე შეკრებისას სავალდებულოა 31 ევროს გადახდა, 100 კაცამდე – 260 ევროსი, 1000 ადამიანამდე – 1555 ევროსი, 1000-ზე მეტი პირის შეკრებისთვის – 2590 ევროა დაწესებული.

ბელორუსი ექსპერტების თქმით, ნებისმიერი ღონისძიების ორგანიზატორები და მონაწილეები გადასახადის გადამხდელები არიან, სამართალდამცველები კი, ისევე, როგორც მედიცინის მუშაკები, ფინანსდებიან ბიუჯეტიდან, ანუ, გადასახადების გადამხდელებისაგან, ამიტომ, იბადება შეკითხვა, რის საფუძველზე უნდა მოხდეს მათთვის კიდევ ერთხელ თანხის გამოყოფა.
ხელისუფლება ამბობს, რომ აღნიშნული ინიციატივით კანონს არ არღვევს.

banner
წინა სტატიაშიმეუფე ზენონი (იარაჯული):აწმყომ ვერაფერი სანუგეშო და აღმატებული უბოძა წარსულს…
შემდეგი სტატიატრამპმა გუაიდოს პირობა მისცა, რომ მხარს დაუჭერს