ბელორუსში რუსეთის ხელმძღვანელობაზე ,,ძებნა გამოცხადდა,,

ბელორუსის მედიის ცნობით, 27 ნოემბერს მოგილოვის ოლქის  შინაგან საქმეთა სამმართველომ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე, თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუზე, საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვზე ძებნის გამოცხადების შესახებ ინფორმაცია Twitter-ის საკუთარი გვერდით გაავრცელა.

გამოცხადებულ ინფორმაციაში, რუსეთის ზემოხსენებული მოქალაქეები,  ,,ჩეჩნეთში, საქართველოში, უკრაინასა და სირიაში განხორციელებული გენოციდის გამო,, იძებნებოდა.

მოგვიანებით ბელორუსის შსს-მ წაშალა აღნიშნული მასალა, გამომწერებს ბოდიში მოუხადა და აღნიშნა, რომ Twitter-ის ანგარიშზე წვდომა აღადგინეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ძებნის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, ჰაკერების ნახელავი იყო.

banner
წინა სტატიაში ასადის ბომბებს ქვეშ მყოფ რეგიონში კიდევ 25 ადამიანი დაიღუპა
შემდეგი სტატიაგია ხუხაშვილი: ვინაა ის ტურა,რომელმაც გადაწყვიტა მგლებთან ეთამაშა ნადირობანა