ბელორუსში “რადიო თავისუფლებისა” და “ბელსატის” ჟურნალისტებს ჩხრეკენ და აკავებენ

დღეს დილით, ისევე, როგორც უკანასკნელი დღეების განმავლობაში, ცნობილი ჟურნალისტების ჩხრეკა დაიწყეს ბელორუსში – “რადიო თავისუფლების” ბელორუსის სამსახური ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტ ვალენტინა ჟდანკას სახლში ჩხრეკა ჩაატარეს. იგივე ხდება გამოცემის ყოფილ ჟურნალისტთან ინა სტუძინსკაიასთან – მის სახლშიც ჩხრეკა იყო.

ტოკ შოუ “ყველა ჩვენთაგანის” წამყვანმა გლებ ლობაძენკამ გაავრცელა, რომ მის სახლშიც იყვნენ სამართალდამცველები. ანა გალოტა, რომელიც ტელეკომპანია “ბელსატში” გადაცემის წამყვანია, დაიჭირეს. ჩხრეკა ჩატარდა, ასევე, ჟურნალისტების გალინა აბაკუნჩიკის, იავგენ მარკისის, ვიქტორ იარაშუკას, ალექსეი კაირისის სახლებში, ფოტოგრაფ ალეკსანდრ საენკოზე ძებნაა გამოცხადებული.

ალეს ლევჩუკისა და მილანა ხარიტონოვას, ბრესტელი ჟურნალისტების სახლებშიც ჩხრეკა ჩატარდა, თავად ჟურნალისტები საქართველოში იმყოფებიან.

შეგახსენებთ, რომ 14 ივლისს სამართალდამცველები 24 არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისში შევიდნენ . ჩხრეკა 15 ივლისსაც გაგრძელდა. ადრე ბელორუსის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა, რომ ევროკავშირის სანქციების საპასუხოდ ბელორუსში სამოქალაქო საზოგადოება გაქრება.
თავის მხრივ, ევროკავშირი მზად არის გააფართოვოს ბელორუსის მმართველებისა და კომპანიების წინააღმდეგ სანქციები.

banner
წინა სტატიაშიბაიდენმა და მერკელმა “ვაშინგტონის დეკლარაციას” მოაწერეს ხელი
შემდეგი სტატიაკელი დეგნანი: პარლამენტს მოსამართლეების დანიშვნის შეჩერება შეეძლო