ბელორუსში მინიმუმ 56 არასამთავრობო ორგანიზაცია დახურეს

ბელორუსის მთავრობამ მინიმუმ 56 არასამთავრობო ორგანიზაცია დახურა – 26 ივლისს უფლებადამცველმა ორგანიზაცია “ვესნამ” გაავრცელა. მათ შორის არის “სამართლებრივი ტრანსფორმაციის ცენტრი”, “ევროპის ექსპერტიზისა და კომუნიკაციის ოფისი”, “Human Constanta”, Press Club Belarus, შშმ პირების უფლებების დაცვის ოფისი და სხვა.

გარდა ამისა, ბელორუსის უზენაესი სასამართლო ბელორუსის პენ-ცენტის ლიკვიდაციის საკითხს განიხილავს, რომელსაც ნობელის პრემიის ლაურეატი სვეტლანა ალექსიევიჩი ხელმძღვანელობს.

ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ რესპუბლიკას უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციებისგან გაწმენდს. 10 ივლისიდან რედაქციებში, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და უფლებადამცველ ორგანიზაციებში დაახლოებით 60 ჩხრეკა ჩატარდა.

banner
წინა სტატიაშიმარნეულში კომპანია “აკელიკის” თანამშრომლები გაიფიცნენ
შემდეგი სტატიაიტალიაში სეტყვის გამო საავტომობილი მოძრაობა შეჩერებულია