ბელორუსში მდებარე სახინკლეში მიმსვლელებს საკუთარი არაჟნის მიტანა აუკრძალეს

ბელორუსში, ქალაქ მინსკში მდებარე სახინკლეში მიმსვლელებს საკუთარი არაჟნის მიტანა აუკრძალეს – ერთ-ერთმა კლიენტმა “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე დაწერა.

“მე მიყვარს არაჟანი. მეტიც, უნდა ვაღიარო, რომ დამოკიდებულიც ვარ მასზე. მაგრამ მინსკის ერთ-ერთ კაფეში არაჟნით მიტანის აკრძალვა ჩემი სამოქალაქო-პოლიტიკური უფლებების დარღვევად მიმაჩნია. მოკლედ, მე არაჟნით თავისუფლად გადავვადგილდები ბელორუსის მთელს ტერიტორიაზე” – დაწერა მინსკენმა ალეს კროტმა და პოსტზე ფოტო მიამაგრა, სადაც წერია: “არაჟნით შესვლა აკრძალულია”.
თვითონ რესტორანში ამბობენ, რომ მათ მენიუში არა აქვთ არაჟანი, რასაც სტუმრები ხინკალთან თხოულობენ, სინამდვილეში კი, “ხინკლის არაჟანთან ჭამა არ შეიძლება, ეს პილმენი არ არის და ეს არაეთიკურია” – აცხადებენ კაფე “სახინკლეს” თანამშრომელმა ადგილობრივ მედიასთან.

banner
წინა სტატიაშიგოჩა მირცხულავა: მოსაყდრე შიოს ლეგიტიმაცია არ გააჩნია
შემდეგი სტატიაპუტინმა და სომხეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა განიხილეს