ბელორუსში ჯაშუშობის ბრალდებით უკრაინელი ჟურნალისტი გაასამართლეს

ბელორუსის უმაღლესმა სასამართლომ “”უკრაინული რადიოს” კორესპონდენტს პავლე შაროიკოს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ჯაშუშობის გამო – 23 მაისს უკრაინის ელჩმა ბელორისში იგორ კიზიმ გაავრცელა. მისი თქმით, მუხლი, რომლითაც ჟურნალისტი გაასამართლეს, 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
47 წლის პაველ შაროიკო 2017 წლის ოქტომბერში დააკავეს. ბელორუსის უშიშროების სამსახურების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებისას ჟურნალისტს საიდუმლო ჩანაწერების ასლი აღმოუჩინეს. თავდაპირველად, უკრაინის და ბელორუსის პრეზიდენტებმა ინფორმაციის საიდუმლოდ შენახვა გადაწყვიტეს, თუმცა, ამბავმა მედიაში მაინც გაჟონა.

banner
წინა სტატიაშიდალია გრიბაუსკაიტე – საქართველო სამხრეთ კავკასიაში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც შეიძლება დავეყრდნოთ
შემდეგი სტატიარუსეთს იულია სკრიპალის განცხადების არ სჯერა და მასთან პირად შეხვერდრას მოითხოვს