ბელორუსმა რუსეთის გაზის ვალის აღიარებაზე უარი თქვა

ბელორუსი არ აღიარებს რუსეთთან გაზის ვალს, მაგრამ აპირებს გაზის შესახებ დავაში მოლაპარაკებების გაგრძელებას – ბელორუსის მთავრობის პრეს-მდივანმა ვლადისლავ სიცევიჩმა გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსეთისა და ბელორუსის პრემიერ-მინისტრებმა მოლაპარაკებებზე დავის მოგვარება ვერ შეძლეს. მინსკის რუსულმა ვალმა უკვე 700 მილიონ დოლარს გადააჭარბა.
რუსული მხარის ინფორმაციით, მინსკი მზად არ არის ვალის გადასახდელად.

რამდენიმე დღის წინ, ბელორუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ თავის რუს კოლეგასთან, ვლადიმირ პუტინთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს.
„დამშვიდდით, ვლადიმირ პუტინთან ბრწყინვალე ურთიერთობა მაქვს, ბრწყინვალე, შევარჩევთ დროს, შევხვდებით და თუკი რაღაც პრობლემებია, შუამავლების გარეშე გადავჭრით. ჩვენ ღვიძლი ძმები ვართ, არაფერი გვაქვს გასაყოფი,“ – განაცხადა ლუკაშენკომ, რომელმაც არ გამორიცხა, რომ შესაძლებელია, დადგეს ისეთი დრო, როცა ერთმანეთს ზურგი უნდა გაუმაგრონ და ისე „მოიგერიონ სროლა“.
ექსპერტები ამბობენ, რომ ორ პრეზიდენტს შორის კრიტიკული ურთიერთობის შემდეგ, ლუკაშენკოს მსგავსი გამოსვლა ზუსტად დღევანდელი შეხვედრისთვის იყო გამიზნული, რომელიც ბელორუსისთვის უშედეგოდ დასრულდა.

banner
წინა სტატიაშიამერიკელი ჩინოვნიკი რუსეთის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროვების სანაცვლოდ იმუნიტეტს ითხოვს
შემდეგი სტატიააშშ-ს უკვე აღარ უნდა ბაშარ ასადის ჩამოგდება